rogor gadaviyvanoT stikerebi sxvadasxva nivTze:

01

ტანსაცმელზე

გადასაყვან ქაღალდს ვაცლით საფარს და წებოვან ნაწილს ვაფარებთ ტანსაცმელზე მოთავსებულ სტიკერზე. უთოს ვაცხელებთ 180◦-ზე და შუა ნაწილით ვაჭერთ 15 წამის განმავლობაში, შემდეგ, უთოს ვიღებთ და ვაცლით გადასაყვანი ქაღალდის ფენას.

02

ფეხსაცმელზე

სტიკერს ვათავსებთ ფეხსაცმლის შიდა მხარეს და ზემოდან ვაკრავთ ლამინატს, რომელიც სტიკერს მოჰყვება.

03

სხვადასხვა ნივთზე

ამ სახის სტიკერები ნივთებს ეკვრება მარტივად, შემდეგი პრინციპით: მოვაშოროთ სტიკერს დამცავი გარეკანი და დავაკრათ იგი სასურველ ნივთზე.

kiTxva-pasuxi

რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სახელობითი სტიკერები?

სტიკერის დაკრობა შეგიძლიათ ყველაფერზე - სასკოლო ნივთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, ჩანთაზე, ტელეფონზე, ლეპტოპზე და ა.შ.

რა განსხვავებაა ფერად სტიკერსა და თეთრ სტიკერს შორის?

თეთრი სტიკერი ეკრობა მხოლოდ ტანსაცმელს და უძლებს რეცხვას, ხოლო ფერადი, ეკრობა ისეთ ზედაპირს, რომელსაც გარეცხვა არ უწევს.

შემიძლია თუ არა სხვადასხვა ფერის სტიკერის აწყობა ერთ პაკეტში?

ერთ პაკეტში შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ ერთი ფერი და ერთი აიქონი. ყველა სტიკერი იქნება ერთი ფერის, გარდა ტანსაცმლის სტიკერისა.

შეგვიძლია თუ არა ტანსაცმლის სტიკერისთვის ფერის შეცვლა?

სხვა სახის სტიკერებისგან განსხვავებით, ტანსაცმლის სტიკერი სტანდარტულად თეთრია, თქვენ ვერ აირჩევთ ტანსაცმლის სტიკერის ფერს - ფონი იქნება თეთრი, ხოლო წარწერა თქვენი არჩეული ფერის შესაბამისი.

რამდენად უსაფრთხოა სტიკერები ჯანმრთელობისთვის?

ვისიას სტიკერები არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და შესაბამისად, სავსებით უსაფრთხოა.

რამდენ გრადუსზე უნდა გაირეცხოს ტანსაცმლის სტიკერი?

სასურველია, სტიკერი გაირეცხოს 30 გრადუსზე

ხშირი რეცხვის დროს, ხომ არ მოძვრება სტიკერი ტანსაცმელს?

ინსტრუქციის ზუსტად დაცვის შემთხვევაში, სტიკერი ძალიან მყარად ეკრობა ტანსაცმელს. შესაბამისად, ხშირი გარეცხვისას სტიკერის მოძრობის რისკი არ არსებობს.

რა მოხდება, თუკი ფეხსაცმლის სტიკერს ლამინირებულ ზედაპირს არ გადავაკრავთ?

თუ ფეხსაცმელზე ლამინირებულ ზედაპირს არ გადავაკრავთ, შესაძლოა სტიკერი გაცვდეს და მოძვრეს ქსოვილს.

გაქვთ თუ არა მაღაზია?

ამ ეტაპზე, ვისიას სტიკერების შეძენას მხოლოდ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით მოახერხებთ.

შეძენიდან რამდენ ხანში მოგვაწოდებს კურიერი სტიკერს?

თბილისის მასშტაბით :
შეკვეთიდან 4 დღეში მიიღებთ სტიკერებს თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე.
რეგიონული მასშტაბით:
შეკვეთიდან მაქსიმუმ 6 დღეში მიიღებთ სტიკერებს თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე.